შავკაპიტო
ქვევრის წითელი, მშრალი ღვინო
ღვინო დამზადებულია ქართული, ტრადიციული მეთოდით, კლერტის გარეშე, ქვევრში დურდოზე დუღილით.
ერთთვიანი პოსტფერმენტული მაცერაციის შემდეგ ღვინო მოიხსნა ჭაჭიდან, დავარგების შემდგომი ხანგრძლივობა – 3 თვე ქვევრში.
შეფერილობა – ინტენსიური ძოწისფერი. შავი ქლიავის ჩირის, ველური მაყვლის და ტკბილი წიწაკის ტონებთან ერთად სასიამოვნოდ იგრძნობა მუსკატის კაკლის და ტყავის არომატები.
გამოირჩევა სრული სხეულით, ძლიერი ტანინებითა და ალკოჰოლის პიკანტური სიცხარით, რომელიც ხანგრძლივად რჩება გემოში. გააჩნია ხანგრძლივი დავარგების კარგი პოტენციალი.


მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.