მოგესალმებით
მეღვინეობის ფილოსოფია
შექმნის დღიდან კომპანია მიზნად ისახავს, რომ მისი წარმოება არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე იყოს ორიენტირებული და ამით გამორჩეული სიტყვა თქვას მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში. ჩვენი ღვინო უძველესი ტრადიციებისა და თანამედროვე ცოდნის ნაზავია, ვიყენებთ ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდს და ამავდროულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კვლევებსა და ცდებს.
მიკროვინიფიკაციის წესით დამზადებულმა სხვადასხვა ღვინომ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შესაძლოა რამდენიმეწლიანი კვლევებიც კი მოიცვას, საინტერესო ნიმუშებს კი აუცილებლად შევთავაზებთ მომხმარებლებს.
ამ დროისთვის ეთნო ოკამის პროდუქცია რამდენიმე სახეობას აერთიანებს, რომლის უდიდესი ნაწილიც ქვევრის ტექნოლოგიას მოიცავს, თუმცა ვიყენებთ კლასიკურ მეთოდსაც, მაგალითად ისეთი ღვინის დასამზადებლად, როგორიცაა ოკამი თეთრი.