ოკამი 2023
თეთრი მშრალი ღვინო
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ოკამი“ დამზადებულია კლასიკური მეთოდით, ქართლის ვაზის ჯიშებისაგან: „ჩინური“ და „გორული მწვანე“.
ალკოჰოლური ფერმენტაციის შემდეგ ლექზე დავარგდა 5 თვე. ღვინო საშუალოდ მომწვანო–მოყვითალო შეფერილობისაა. ხასიათდება დელიკატურად გამოკვეთილი ნაღების, მწვანე ვაშლისა და თეთრი ქლიავის არომატებით, რაც სასიამოვნოდ გრძელდება მსხლის, ნუშისა და სველი ქვის მინერალური ტონებით.
ღვინო ხალისიანი და კარგად დაბალანსებულია, ცინცხალი მჟავიანობით, ნაზი სტრუქტურითა და ხანგრძლივი მინერალური დაბოლოებით.


მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.