ხაშმის საფერავი 2023
ქვევრის წითელი, მშრალი ღვინო
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ხაშმის საფერავი“ დამზადებულია ქართული, ტრადიციული მეთოდით, კლერტის გარეშე, ქვევრში დურდოზე დუღილით.
ერთთვიანი პოსტფერმენტული მაცერაციის შემდეგ ღვინო მოიხსნა ჭაჭიდან, დავარგების შემდგომი ხანგრძლივობა – 3 თვე ქვევრში.
შეფერილობა – მუქი იასამნისფერი ტონალობით. არომატში შავი მოცხარის, შავი ქლიავის, შავი პილპილისა და ტყავის პიკანტური ტონებით.
გამოირჩევა სრული სხეულით, სასიამოვნო მჟავიანობითა და ხავერდოვანი ტანინებით. ღვინო დაბალანსებული და ჰარმონიულია, რასაც თან ახლავს ცოცხალი ხილის დიდხანს გამყოლი გემო.


მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.