Tradition and natural wine
კომანიის დაფუძნებამდე, წარმოდგენილ ღვინოებს უკვე ჰქონდა მომხმარებელთა კეთილგანწყობა მოპოვებული როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2020 წელს სამართლებრივი სტატუსის მიღებამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კომპანიაში წარმოდგენილ ღვინოების არაერთი ნიმუში იყო წარდგენილი ისეთ საერთაშირისო ფესტივალებზე, სადაც საქართველო პირველად მონაწილეობდა. 2021 წლიდან ეთნო ოკამის პროდუქცია ქართულ ბაზარზე ჩნდება. ამავე წლიდან კომპანია აქტიურ მონაწილეობას იღებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონკურსებზე, სადაც მისი ღვინოები სხვადასხვა ნომინიაციებში დაჯილდოვდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეთნო ოკამის გუნდი დაკომპლექტებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისგან, რაც წარმოებაში ცოდნით შექმნილი ხარისხის დანერგვას უწყობს ხელს.
2022 წლიდან კავაკსიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და მის კვლევებზე დაყრდნობით, ეთნო ოკამმა ოფიციალურად დაარეგისტრირა ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ოკამი“.