Ჩვენს შესახებ

ტრადიცია და ბუნებრივი ღვინო

ეთნო ოკამის დაფუძნების წინაპირობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე დამზადებული გამორჩეული ღვინოები იყო, რომელთა შექმნაშიც პროფესურასთან ერთად არაერთ სტუდენტს წლების განმავლობაში შეჰქონდა წვლილი.

კომანიის დაფუძნებამდე, წარმოდგენილ ღვინოებს უკვე ჰქონდა მომხმარებელთა კეთილგანწყობა მოპოვებული როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2020 წელს სამართლებრივი სტატუსის მიღებამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კომპანიაში წარმოდგენილ ღვინოების არაერთი ნიმუში იყო წარდგენილი ისეთ საერთაშირისო ფესტივალებზე, სადაც საქართველო პირველად მონაწილეობდა. 2021 წლიდან ეთნო ოკამის პროდუქცია ქართულ ბაზარზე ჩნდება. ამავე წლიდან კომპანია აქტიურ მონაწილეობას იღებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონკურსებზე, სადაც მისი ღვინოები სხვადასხვა ნომინიაციებში დაჯილდოვდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთნო ოკამის გუნდი დაკომპლექტებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისგან, რაც წარმოებაში ცოდნით შექმნილი ხარისხის დანერგვას უწყობს ხელს.

2022 წლიდან კავაკსიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და მის კვლევებზე დაყრდნობით, ეთნო ოკამმა ოფიციალურად დაარეგისტრირა ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ოკამი“.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთნო ოკამის გუნდი დაკომპლექტებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისგან, რაც წარმოებაში ცოდნით შექმნილი ხარისხის დანერგვას უწყობს ხელს.

 

 

წარმოება

გალერეა

გუნდი

[/trx_section]
გიორგი ჩიგოგიძე
გიორგი ჩიგოგიძე
თანადამფუძნებელი
ვახტანგ წივწივაძე
ვახტანგ წივწივაძე
თანადამფუძნებელი
ზაალ ამირიძე
ზაალ ამირიძე
კომპანიის დირექტორი
ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
აღმასრულებელი დირექტორი
ka_GEGeorgian